თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი წევრი ვლადიმერ ძნელაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენას დაესწრო.
პროექტი „ფოტოგრაფია კომუნიკაციის საშუალება“ კავშირის „მშობლების თანადგომა“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ფარგლებში,10 შშმ პირმა 3 თვის განმავლობაში პროფესიონალი ფოტოგრაფის დახმარებით ფოტოგრაფიის ტრეინინგ-კურსი გაიარა.
,,გამოფენაზე საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი. მივესალმები ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გარემოსა და საზოგადოებასთან ადაპტაციას შეუწყობს ხელს’’, -აღნიშნა ვლადიმერ ძნელაძემ.